პარლამენტის თავმჯდომარე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა

02/09/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გიორგი შოთაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ახალგაზრდა მოჭიდავის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობასა და სპორტსმენთა მომავალი თაობის გამორჩეულ შესაძლებლობებს, ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც სახელმწიფო სპორტის ხელშესაწყობად დგამს. არჩილ თალაკვაძემ გიორგი შოთაძეს, საქართველოს პარლამენტის სახელით, მხარდაჭერა დაუდასტურა და წარმატებები უსურვა. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0