პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ჰაინრიხ ბიოლის ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

13/09/2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის პრეზიდენტს იან-ფილიპ ალბრეხტს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და გამოწვევებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა პოლიტიკური განვითარებები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ფართო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0