პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

15/11/2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცოს. წესი ითვალისწინებს პრემიის თანხის ოდენობის განსაზღვრას, ასევე სამკერდე ნიშნის გადაცემას. კანონპროექტით გათვალისწინებული მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით მასწავლებელი მიიღებს მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რომელიც შეადგენს ერთდროულ ფულად გასაცემელს და ასევე სამკერდე ნიშანს. გათვალისწინებული პრემია განსაზღვრულია ერთ პირზე – 10 000 ლარის ოდენობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0