პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩია

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო – 16. პარლამენტმა ასევე აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრი – მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები არჩეულია 5 წლის ვადით.

Visited 9 times, 1 visit(s) today