პარლამენტში პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან

07/04/2017

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად ემზადებიან. პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს, 12:00 საათზე მოისმენს. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ელოდებიან პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.
პარლამენტის ბიუროს 3 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისათვის, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული, გათვალისწინებულია 5-5 წუთი. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს (”ნაციონალური მოძრაობა” და ”საქართველოს პატრიოტები”) დაეთმობა – მათთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ უმცირესობას და უმრავლესობას ცალ-ცალკე 45-45 წუთი დაეთმობა, ხოლო შემდეგ გამოვლენ ვიცე-სპიკერები 10-10 წუთით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0