პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

28/06/2017

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირებას ისახავს მიზნად საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა დღეს პირველი მოსმენით.
საკითხი კომიტეტში განსახილველად საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე სულამანიძემ წარმოადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხოეთიდან შემოსული ტრანსპორტის სავალდებულო ერთჯერადი დაზღვევა დაარეგულირებს ავტოსატრანსპოტრო საშუალების მფლობელების მიერ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მესამე პირის (დაზარალებულის) წინაშე წარმოშობილ ვალდებულებებს.
გარდა ამისა, აღნიშნული, მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად და გარკვეული გამოცდილების შეძენის თვალსაზრისით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0