პატრიარქი ფეხთბანვის წესს შეასრულებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურება სრულდება. საღმრთო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასრულებს.
წირვაზე წმინდა სახარებიდან იმ ადგილს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ სერობის შესახებ არის საუბარი – როდესაც უფალმა პირველად აზიარა მოციქულები და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.
წირვის ბოლოს ასევე ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდება. უწმინდესი, ტრადიციისამებრ, 12 მღვდელთმსახურს ფეხს დაბანს, როგორც ეს მოციქულების მიმართ თავმდაბლობის ნიშნად უფალმა აღასრულა.
მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებითაც მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.
დღესვე, სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის დღესთან დაკავშირებით 12 სახარება შესრულდება. სასულიერო პირები წმინდა სახარებიდან 12-ჯერ წაიკითხავენ ადგილს, სადაც უფლის გაცემის, წამებისა და ჯვარცმის შესახებ იქნება საუბარი.

Visited 151 times, 1 visit(s) today