პირველი ხელმისაწვდომი მედიკამენტები დღეს გამოჩნდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი ხელსმისაწვდომი მედიკამენტებით დღეს პირველად რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტები ისარგებლებენ.
„ჩვენი ამოცანა არ ყოფილა რომელიმე კომპანიის ლობირება, არამედ ჩვენი ამოცანაა სისტემის შექმნა, რომელსაც ორი კომპონენტი ექნებოდა – პირველი, ხარისხსის კონტროლი და მეორე კონკურენციის უზრუნველყოფა.
შედეგი გამოიღო ამ ნაბიჯებმა და დღეს იწყებს ერთი კომპანია კონკრეტულ ქმედებებს. დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები და პირველი აქტივობა დღესვეა დაგეგმილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც პაციენტები ამ ხელმისაწვდომ მედიკამენტებს მიიღებენ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ

Visited 214 times, 1 visit(s) today