პირობით ვადამდე 105 მსჯავრდებული გათავისუფლდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 105 მსჯავრდებული გათავისუფლდა. გათავისუფლებულთაგან 5 ქალია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი.
ადგილობრივმა საბჭოებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში სულ 1000-მდე მსჯავრდებულის საკითხი განიხილეს. განხილვისას შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება, მათ შორისაა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; ასევე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ.

Visited 173 times, 1 visit(s) today