პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

29/11/2017

პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილისა და ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე გასული კვირა. სპეცოპერაციისას გმირულად დაიღუპა ჩვენი სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი და ასევე, ბათუმში დატრიალდა ტრაგედია, სადაც დაიღუპა 11 ადამიანი, აქედან 10 ჩვენი თანამოქალაქე და ერთი სტუმარი ირანიდან. გთხოვთ, სხდომის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0