პოლიციამ 10 წლის გოგონასა და 14 წლის ბიჭის ქორწილი ჩაშალა

05/03/2016

პაკისტანში, პოლიციის ცარევა გახდა საჭირო, რატა ჩაეშალათ 10 წლის გოგონასა და 14 წლის ბჭის ქორწილი. “სიძე-პატარძლის” ნათესავები აცხადებენ, რომ ამ ქორწილით მათ სურდათ ბოლო მოეღოთ ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტისათვის.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული ქორწილის ინიციატივა პენჯაბის პროვინციის უხუცესებს ეკუთვნის. პოლიციამ ოთხი მათგანი დააპატიმრა.

საგულისხმოა, რომ ამ ხასიათის ქორწინება ხშირად ხდება პაკისტანში, მიუხედავად იმისა, რომ იგი კანონით აკრძალულია. თუმცა, როგორც წესი, ისჯებიან მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0