პოპოვის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს

20/08/2017

გელაურის დასახლებაში პოპოვის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ვაჟა-ფშაველას, პოპოვისა და პუშკინის ქუჩებს. მოეწყო სანიაღვრე არხები და ბორდიურები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 541 541 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ოქტომბრის თვემდე დასრულდება. გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო ახალი საკანალიზაციო სისტემა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 296 669 ლარი დაიხარჯა. ახალი საკანალიზაციო სისტემით 500 ოჯახი სარგებლობს. გელაურში ქუჩების რეაბილიტაცია სამომავლოდაც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0