პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა ახალი მუქარა-აკრძალვა

09/03/2017

პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა – აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს, – ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობასა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ხელოვნურად ხელშეშლაში დაადანაშაულა. აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი „რეალურ კომენტარს“ არ საჭიროებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს ჩავაყენეთ საზოგადოება საქმის კურსში, რომ ძალიან ფართოდ უზრუნველვყოფდით დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს, დაემატა მუქარა – აკრძალვა საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს პრეზიდენტი, რომელიც თავად არის კონსტიტუციის გარანტი. ეს საკითხი არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0