საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენების და აჭარაში სახელმწიფო რწმუნებულად ზურაბ პატარაძის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
განკარგულების მიხედვით, აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მთავრობის უფლებამოსილებას რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია განახორციელებს. ადმინისტრაცია შემდეგი შემადგენლობით განისაზღვრა: ლევან გორგილაძე, სულიკო თებიძე, რევაზ ბოლქვაძე და იოსებ აბულაძე.
ამასთან, ზურაბ პატარაძის კანდიდატურა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უკვე წარუდგინა.
Visited 396 times, 1 visit(s) today