პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე ამ კონტექსტში საუბარი სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობა იყო

07/04/2017

პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე ამ კონტექსტში საუბარი, მისასალმებელი არ იყო”, – ამის შესახებ კახა კალაძემ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობაა.

“პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე იმ კონტექსტში საუბარი, როგორც მან ისაუბრა, მისასალმებელი არ იყო.პირველ რიგში, ეს სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობა იყო. სასამართლოში რომ პრობლემები იყო, ამის თაობაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება”, – განცხადა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0