პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

30/05/2016

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დღის წესრიგით განიხილება სამი საკითხი: მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. მას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ესწრებიან, მათ შორის, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0