პრეზიდენტი ,,ბაქტერიოფაგს“ და ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს ესტუმრა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ელიავას სახელობის კვლევით ინსტიტუტ “ბაქტერიოფაგს“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს ესტუმრა. ​პრეზიდენტმა “ბაქტერიოფაგში“ ფაგოთერაპიის ცენტრი, სასწავლო ლაბორატორიები, მუზეუმი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. სალომე ზურაბიშვილი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში სტუდენტების სწავლების მეთოდებს, სასწავლო გაცვლით პროგრამებსა და სამომავლო დასაქმების სქემას გაეცნო და სიმულაციის ოთახი, ბიბლიოთეკა, კოლეჯი და უნივერსიტეტის სტუდენტების სალექციო აუდიტორიები დაათვალიერა.

Visited 144 times, 1 visit(s) today