პრეზიდენტი დებატებში არის ძალიან სუსტი და პარლმენტში მის გამოსვლასთან დაკავშირებითაც რომ იჯდეს აქ, ის მარტივად შევიდოდოდა ჩიხში ასეთი დისკუსიის გამართვის დრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ადრე კონსტიტუციაზეც ვთქვი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერ დროს დავმჯდარიყავი პრეზიდენტთან ერთად არა დებატების რეჟიმში, არამედ ერთად გვესაუბრა ხალხის, საზოგადოების წინაშე კონსტიტუციაზე, ერთად განგვემარტა რა წერია კონსტიტუციაში, არის ეს კარგი, თუ არის ეს ცუდი. თუმცა, პრეზიდენტმა გაურკვეველი საბაბით თავი აარიდა ასეთ დისკისიას, იმიტომ რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი. ის დებატებში არის ძალიან სუსტი და პარლმენტში მის გამოსვლასთან დაკავშირებითა რომ იჯდეს აქ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ის მარტივად შევიდოდოდა ჩიხში ასეთი დისკუსიის გამართვის დროს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ის რაც რეგლამენტში პრეზიდენტის ყოვლწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით წერია არის სწორის და რაციონალური მიდგომა, პრეზიდენტმა კი მისი შეცვლა სპონტანურად მოითხოვა.

„არის რეგლამენტით დადგენილი პროცედურა. ამ პროცედურის უკან დგას კონკრეტული ლოგიკა. ეს არ არის უბრალოდ პედანტური მიდგომა რეგლამენტის მიმართ. იმიტომ წერია ასე რეგლამენტში, რომ ეს არის სწორი და ეს არის რაციონალური მიდგომა. ამ რაციონალური მიდგომის შეცვლას ითხოვდა სპონტანურად პრეზიდენტი, მაშინ როდესაც წინასწარ იყო გავლილი ეს პრეცედურა მისი მდივნის მონაწილოებით. როცა პრეზიდენტი იყო სხდომათა დარბაზში, მან მოითხოვა გამომსველთა თანმიმდევრობა, მივაწოდეთ ეს ყველაფერი. მან ზუსტად იცოდა, როგორც წარიმართებოდა დისკუსია და არ ვიცი, ის სპონტანურად გაბრაზდა თუ არ ვცდები იმაზე, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა მოითხოვა მისი დარბაზში დაბრუნება. გიორგი მარგველაშვილი დარბაზიდან გავიდა, როცა გამოდიოდნენ დეპუტატები, ესეც ძალიან ცუდი ფაქტი იყო. პრეზიდენტი ნდა აყალიბებდეს თვითონ მაღალ პოლიტიკურ კულტურას საპარლამენტო ცხოვერბაში, პოლიტიკურ ცხოვერაბაში. ის კი პირიქით ანგრევს, ცდილობს დაანგრიოს ის კულტურა, რომელიც არის დამკვიდრებული სხვა ინსტიტუტების მიერ, რაც არის ურალოდ შემაშფოთებელი“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 141 times, 1 visit(s) today