პრეზიდენტი დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილ დაგროვების ბარათებს გადასცემს

07/04/2017

საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილ დაგროვების ბარათებს გადასცემს.
როგორც მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის “მოითხოვე ქართული” პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება.

”ქვეყნისათვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია “მოითხოვე ქართული”, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას. ამ პროექტის ფარგლებში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულები ქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით – ასე, რომ მოგიწოდებთ “მოითხოვოთ ქართული”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0