პრეზიდენტმა აკა სინჯიკაშვილი წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა

18/04/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქველმოქმედი აკაკი სინჯიკაშვილი (Akaa Sinjikashvily) წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო აკაკი სინჯიკაშვილს პირადად გადასცა. პრეზიდენტმა აკაკი სინჯიკაშვილი ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის დააჯილდოვა. „მე მინდა დღეს, როდესაც განსაკუთრებით ვლინდება ჩვენი საზოგადოების ზრუნვა ერთმანეთზე, გამოვყო თქვენი ღვაწლი. თქვენ ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არა მარტო ის ემოცია, რომელიც მოდის პირადად თქვენგან, არამედ ის ემოციაც, რომელსაც თქვენი საქმიანობით აღძრავთ საზოგადოებაში. მინდა, ამას ხაზი გავუსვა და დაგაჯილდოვოთ სპეციალურად, ქველმოქმედი ადამიანებისთვის განკუთვნილი ჯილდოთი – წმინდა ნიკოლოზის ორდენით. გილოცავთ და მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. დაჯილდოების ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკაკი სინჯიკაშვილთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლს ესტუმრა და მოხუცებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. პრეზიდენტის სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ ასევე, თბილისში მოქმედ მოხუცებულთა სხვა სახლებსაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0