პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ვარშავის სამიტისთვის. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მე მგონი, ყველამ მოისმინეთ ამ თემაზე ბევრი განცხადება. ამ წუთის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ადამიანი, ვინც თქვენ გესაუბრებათ”, – განაცხადა ხიდაშელმა.

ვარშავის სამიტი ივლისში გაიმართება.

Visited 234 times, 1 visit(s) today