პრემიერი მზადაა, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გააგრძელოს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრი მზად არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გააგრძელოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ,,ქართული ოცნების” ოფისთან განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის 3 თვით ადრე დაწყება კარგი ვადაა, მართებულია საბიუჯეტო თვალსაზრისით და ორგანიზაციულად და საზოგადოებისთვისაც უკეთესი იქნება.
,,ამაზე გრძელდება კონსულტაციები. ვფიქრობ, კონსტრუქციულ რეჟიმში და იმედია, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ დაადასტურა, რომ იგი მზად არის გააგრძელოს ამ თემაზე კონსულტაციები და იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Visited 112 times, 1 visit(s) today