პრემიერი ნიუ-იორკში ქართველ სტუდენტებს განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე ესაუბრა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ. ახალგაზრდებმა მოისმინეს მთავრობის მეთაურის ხედვები, განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ამ სფეროში მათ შორის ინოვაციური მიდგომების დანერგვას გულისხმობს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მიესალმება თითოეული მათგანის იდეებსა და აქტიურ მონაწილეობას, როგორც რეფორმის წარმატებით განხორციელების, ისე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მისცემს.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაში 17 სტუდენტი მონაწილეობდა, რომელთა ნაწილი ბაკალავრიატში, ნაწილი კი მაგისტრატურაზე, მათ შორის საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით სწავლობს.

Visited 146 times, 1 visit(s) today