პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია. მთავრობის მეთაურმა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ფერისცვალება მიულოცა და წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მოილოცა. მეუფემ ირაკლი ღარიბაშვილი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.

Visited 37 times, 1 visit(s) today