საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრმა დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნა. პრემიერ-მინისტრი გმირთა მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
Visited 41 times, 1 visit(s) today