პრემიერ-მინისტრმა სოფელ დვაბზუში პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი ასფალტის ქარხანა დაათვალიერა

05/04/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა – NEW ROAD-ში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა.
მთავრობის მეთაურმა საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ქარხნის ხელმძღვანელობისგან მიიღო.
ქარხანაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული. NEW ROAD-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0