პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

13/04/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 243 საწარმოა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ჩვენი ოფისი“ გაერთიანდ .
კომპანია თბილისში, ქვემო ალექსეევკას დასახლებაში, ემულსიის მწარმოებელ ქარხანას გახსნის, სადაც პირველ ეტაპზე 4 ადამიანი დასაქმდება. სამომავლოდ საწარმო პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. საწარმოში 2017 წელს 150 ტონა ემულსიის ხოლო 2018 წელს 250 ტონა ემულსიის წარმოება და რეალიზაცია იგეგმება. ემულსია ასფალტის დასაგებ ფენებს შორის საფარი ზონების გასამაგრებლად გამოიყენება.
შპს „ჩვენი ოფისი“, რომელიც 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 256 800 ლარი ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0