პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება

08/08/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბუმბა“ შეემატა, რომელიც პლასტმასის ჭურჭლისთვის სახელურების წარმოებას შეძლებს.
კომპანია უკვე 20 წელია პლასტმასის ჭურჭელს აწარმოებს, თუმცა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია პროდუქციის ასორტიმენტს გააფართოებს და დამატებით 20 ადამიანს დაასაქმებს.
შპს „ბუმბა“ პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს, კერძოდ კი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორებიცაა ბორჯომი, სნო და ა.შ.
შპს „ბუმბა“, რომელიც 2018 წლის იანვარში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებით სარგებლობს. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 616 749 ლარს შეადგენს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0