პროექტი “საქართველოს თასი ლაშქრობაში” მალე სტარტს აიღებს

10/07/2017

უახლოეს ხანში პროექტი “საქართველოს თასი ლაშქრობაში” მალე სტარტს აიღებს. პროექტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან 18-დან 29 წლამდე ასაკის 5 კაციანი ჯგუფები მიიღებენ. პროექტის განხორციელება II ეტაპს მოიცავს. I ეტაპზე საუკეთესო რეგიონული გუნდის გამოსავლენად შეჯიბრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნაკრძალ აჯამეთის აღკვეთილში გაიმართება, ხოლო II – ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, გამარჯვებული გუნდსსპეციალური პრიზი – გარდამავალი ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში” და თითოეული მონაწილისათვის სამახსოვრო სერტიფიკატი გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0