პროკურორებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზებრა გადასასვლელი ერთობლივად მოხატეს

21/04/2017

ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელი პროკურორებმა, სამხატვრო გალერეის და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად მოხატეს. პროექტი საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ახალი ინიციატივის თანახმად, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ლექცია – სემინარები ჩატარდა, რომელიც ავტო – საგზაო დარღვევებს და ავტო – სატრანსპორტო დანაშაულების სტატისტიკას ეხებოდა. ზებრა გადასასვლელი სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხატა. ღონისძიებაში მონაწილეობა გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემაც მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0