პუტინის ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უფრო აქტიური და უფრო ძლიერი უნდა იყოს

06/02/2018

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუსეთის ქმედებებს აფასებს და აცხადებს, რომ პუტინის ორივე ნაბიჯი კ იდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც საკმაოდ სუსტ გარემოს საქართველოსა და რეგიონში.
“უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადმოკვეთოს საოკუპაციო ზოლი და ელემენტარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება მიიღოს.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც საკმაოდ სუსტ გარემოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და კიდევ ერთხელ, ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ნაბიჯები არ გადაიდგას”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0