ჟინვალი-ლარსის გზის განახლებისთვის წინასაპროექტო სამუშაოები იწყება

25/04/2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჟინვალი-ლარსის გზის განახლებისთვის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, ხოლო ქვეშეთი კობის მონაკვეთისათვის დეტალური პროექტირების სამუშაოებს იწყებს.
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და ესპანური კომპანია „ IDOM Consulting, Engineering, Architecture, SAU “ წარმომადგენელმა იგნასიო ბალსა მარინმა მოაწერეს.
ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტები. აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
საპროექტო სამუშაოების ვადა 14 თვეა და მისი ღირებულება 3 156 240 ევროსა და 4 201 392 ლარს შეადგენს. პროექტირების დასრულების შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.
ჟინვალი-ლარსის მიმართულებით 111 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო ქვეშეთი კობის მიმართულებით 26 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება.
აღნიშნული მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0