„რამდენიმე დღეში საზოგადოებას უკვე ვიზუალურად დამუშავებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარვუდგენ, რომელთა განხორციელებას მომავალი 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ“ – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ისნის რაიონის, კერძოდ, ვაზისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. ვაზისუბანი უკვე მესამე უბანია, სადაც კახა კალაძე მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეკოლოგიური გამოწვევები კომპლექსურად და მასშტაბური მიდგომით უნდა გადაიჭრას.
Visited 123 times, 1 visit(s) today