რაჭასა და ლეჩხუმში რთველი დასრულდა

29/10/2020

რაჭაში სულ გადამუშავდა 2357 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, აქედან სახელმწიფო კომპანიამ 1161 ტონა ყურძენი მიიღო, ხოლო 1196 ტონა კერძო კომპანიებმა ჩაიბარეს. ლეჩხუმში გადამუშავდა ჯამში 1400 ტონა ყურძენი, აქედან -1070 ტონა ცოლიკოური, 200 ტონა ოჯალეში, 70 ტონა უსახელოური, 60 ტონა ტვიშის ცოლიკოური. ცოლიკოურის ჯიშის ყურძნის უმეტესი ნაწილი, ასევე ოჯალეშისა და უსახელოურის მთლიანი მოსავალი მიიღო სახელმწიფო კომპანიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელმა რთველმა შეუფერხებლად ჩაიარა, თითოეული ყურძნის ჯიშზე შენარჩუნდა გასული წლის ფასი და მევენახე ფერმერებმა სრულად შეძლეს მოსავლის დაბინავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0