რაჭაში სავენახე ფართობების პასპორტიზაცია იგეგმება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ხვანჭკარას ჯიშების, მასობრივი გაშენება ხდება. ეს პროცესი წელსაც გრძელდება. რაც შეხება პოპულარიზაციას, ამაზე მუშაობს სამინისტრო. ეწყობა გამოფენები, ხდება რეკლმირება და პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც”,- ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ ბაზარზე ყურძნის ჯიშების ფალსიფიკაცია გამოირიცხოსმ, პრევენციის მიზნით, ყველა სავენახე ფართობის აღწერა და პასპორტიზაცია იგეგმება.

“ყურძნის ჯიშების ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებად იგეგმება ყველა სავენახე ფართის პასპორტიზაცია, რომელიც ფიზიკურ პირებს და კერძო მოსახლეობას აქვს მფლობელობაში. პასპორტიზაცია გულისხმობს, ყველა სავენახე ფართობის და მასზე გაშენებული ყურძნის ჯიშების აღწერას. ამ მეთოდით, მარტივად შევძლებთ, ავიცილოთ ხვანჭკარას და სხვა ჯიშების ფალსიფიცირება ბაზარზე. რადგან იქნება ოფიციალური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ყველას ეცოდინება, რამდენი ძირია დარგული და დაახლოებით რამდენია მოსავალი. ამ საკითხებზე სპეციალური კომისია მუშაობს.
სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ კანონპროექტის შეტანას, რომლის მიხედვით, უფლება გვექნება ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან, ღვინო ადგილზე რეგიონში ვაწარმოოთ. აქვე მიიღოს სავაჭრო სახე და გასაყიდად გავიტანოთ ექსპორტზე”,- განაცხადა მარგველიძემ.

Visited 213 times, 1 visit(s) today