რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა. გაკეთდა ადგილები, სადაც მსურველებს ე.წ. Check in – ის ანუ “მონიშვნის” საშუალება ექნებათ. ახალი ტურისტული ობიექტების გახსნას, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.
აღნიშნული იდეა ხელს შეუწყობს რაჭის პოპულარიზაციის გაზრდას და ტურისტების რაოდენობის მომატებას.
მსგავსი “ლოკაციები” ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაკეთდება.

Visited 865 times, 1 visit(s) today