რაჭული ღვინის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაჭული ღვინის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს. რწმუნებული სოფელ ჭრებალოში საოჯახო მარან „ილიასეულს“ ეწვია და წარმოების სრულ ციკლს გაეცნო.
ილია კენჭაძეს ვენახები 1400 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული, ჯიშთა ძირითადი მიმართულება ალექსანრეულ-მუჯურეთულია, თუმცა სხვა ენდემური ჯიშებიც იზრდება. წელს, საგანგებო მდგომარეობას საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისთვის ხელი არც მათთვის შეუშლია, აგროვადების დაცვით განხორციელდა სამუშაოები, ვენახი გასხლულია, ბიოლოგიური სასუქი შეტანილია, ჩატარებულია გამოთიბვითი სამუშაოები, მალე დაიწყება შეწამვლა. მოსავლის მოწევის შემდგომ, ადგილზე ხდება ღვინის ჩამოსხმა. როგორც მეღვინე აღნიშნავს, 4 ლიანი ისტორიის მანძილზე ერთგული მომხმარებელი შეიძინეს , მოთხოვნა იმ მასტაბის აღარ არის, თუმცა რეალიზაციის პრობლემის საკითხი, პანდემიის მიუხედავად არ დამდგარა, და მარანთან ერთად, მუზეუმის მოწყობასაც გეგმავენ.

Visited 79 times, 1 visit(s) today