რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

22/11/2018

რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი ამჟამად ოთხ რეგიონში, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ხორციელდება და 2021 წლამდე გაგრძელდება. მის მიზანს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების სტიმულირება წარმოადგენს. პროექტს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი, ავსტრიის განვითარების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ერთობლივად ახორციელებენ. შეხვედრაზე გუბერნატორმა პროგრამის საერთაშორისო ექსპერტს მხარის ეკონომიკური პოტენციალი და განვითარების ხედვები გააცნო სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და ტურიზმის მიმართულებით. ასევე, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0