რეგლამენტში შევა ცვლილებები, რომელიც შეეხება სხვადასხვა უწყების ანგარიშის მოსმენის პროცედურებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა მოწვეული ექსპერტის მიერ შემუშავებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და მისგან გამომდინარე შესაბამის ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია.
ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი იყო ექსპერტის დახმარებით პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც ნორმატიულად გაიწერებოდა ის პროცედურები და მექანიზმები, რაც ჩამოყალიბდა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის შედეგად, კერძოდ:
• სახალხო დამცველის და სხვა სპეციალისტები ანგარიშის განხილვის წესი და პროცედურები;
• აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა პარლამენტის წინაშე;
• დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი და ამ პროცესის მონიტორინგი.
ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).
“რეგლამენტში შევა ცვლილებები, რომელიც შეეხება სხვადასხვა უწყების ანგარიშის მოსმენის პროცედურებს. არა მხოლოდ ვადას, არამედ რა წესით მოხდება მისი განხილვა. ასეთი წესი ჩვენმა კომიტეტმა დაამკვიდრა. ესაა ფართო წარმომადგენლობა და რეკომენდაციების გაზიარება, ასევე რეკომენდაციების მონიტორინგი, რაც არასდროს არ ხდებოდა. სახალხო დამცველის გარდა, საუბარია იმავე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშზე და სხვა.”-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე-ეკა ბესელიამ
მისი თქმით კომიტეტი ასევე ამზადებს კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო სპეციალური კონტროლის განხორციელებას: “ერთი წელია ამ პროექტზე ვმუშაობთ და ჩვენ გვინდა ეს ცვლილება ამ მოწვევის აპრლამენტმა მიიღოს”.

Visited 111 times, 1 visit(s) today