რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლო წლებში საქართველოში რეინვესტირების მონაცემი საშუალოდ 200 მლნ-დან 300 მლნ დოლარამდე მერყეობდა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა იქონია საქართველოში ბიზნეს-მეგობრული ფისკალური რეფორმის გატარებამ, კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმამ, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელმაც მიმდინარე ეკონომიკური პარამეტრები შეაჯამა, რეინვესტირების გაზრდილ მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კერძო სექტორიდან ბიზნესში 318 მლნ აშშ დოლარი იყო რეინვესტირებული, მიმდინარე წელს კი – 591 მლნ აშშ დოლარი, რაც, პრაქტიკულად გაორმაგებას ნიშნავს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ბრუნვასა და გამოშვებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში კერძო სექტორში ბრუნვა გაზრდილია 19 პროცენტით, გამოშვება კი – 23 პროცენტით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელზე და ეს მაჩვენებელი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, 2017 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა და ჯამში 5 468 კომპანია დარეგისტრირდა.

Visited 167 times, 1 visit(s) today