რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოს სამრეწველო სექტორისთვის დასკვნითი ეროვნული კონფერენცია გაიმართა

27/04/2017

სასტუმროში “ტიფლის პალასი” რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოს სამრეწველო სექტორისთვის დასკვნითი ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე დაესწრო.
კონფერენციის მიზანს დაინტერესებული პირებისთვის UNIDO – ს სადემონსტრაციო პროექტის შედეგებისა და მიღებული გამოცდილების გაზიარება, ქართულ წარმოებაში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ფართო გამოყენებისათვის სამომავლო ამოცანების დასახვა წარმოადგენდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართულ საწარმოებში განხორციელებული RECT ღონისძიებების ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შედეგები, რაც ხელს
შეუწყობს ამ ღონისძიებაში მონაწილე კომპანიების, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების, სამეცნიერო წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებასა და მათ დაინტერესებას საქართველოს სამრეწველო სექტორში RECT დანერგვის კუთხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0