რიკოთის მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაათვალიერა.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის გასწვრივ მჭიდროდ დასახლებული სოფლები: ხევი, ხუნევი, ვერტყვიჭალა, ბორითი, უბისა, შროშა, წევა და შორაპანია განლაგებული. პროექტით განსაზღვრულ მონაკვეთზე მოეწყო გზის საფუძველი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასფალტ–ბეტონის საფარს. ასევე, დამონტაჟდა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, გაბიონები, გზის საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები.
პროექტი დასასრულს უახლოვდება დარჩენილია მხოლოდ, გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 359 000 ლარია.

Visited 303 times, 1 visit(s) today