რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის – “ახალი სიცოცხლე” მხარდაჭერით, ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
აქციაში 150-მდე მოქალაქემ, მათ შორის, სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ასევე სკოლებისა და საბვშვო ბაგა-ბაღების პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა.
ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს კონსულტაციას ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექოსკოპისტი და ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალი ექიმები უწევდნენ. საჭიროების შემთხვევაში კი, პაციენტებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.
რიმა ბერაძემ აღნიშნულ კლინიკას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის ინიციატივით ანალოგიური აქცია მეხუთედ ტარდება.

Visited 153 times, 1 visit(s) today