რობაქიძის ქუჩაზე მარადმწვანე ხე – მცენარეების განაშენიანება იგეგმება

03/05/2017

რობაქიძისა და ბიბილაშვილის ქუჩებზე ხეების გადაბელვა მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით განხორციელდა. ვინაიდან მრავალწლიანი დაზიანებული ხე – მცენარეების ფესვები, ძლიერი ქარის დროს წაქცევის საფრთხეს ქმნიდა, შესაბამისმა კომისიამ მათი გადაბელვის გადაწყვეტილება მიიღო. ხეების გადაბელვის აუცილებლობა, მოსახლეობის მხრიდან შემოსულ წერილობით მოთხოვნასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ქარის დროს რობაქიძის ქუჩაზე წაქცეულმა ხემ განაპირობა. ვინაიდან იმ პერიოდში აღნიშნულ ქუჩაზე არავინ მოძრაობდა, არ იდგნენ ავტომობილები, ავარიულად წაქცეულ ხეს არაფერი დაუზიანებია. ხეე ხეების გადაბელვის პროცესში მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკით დახმარება შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაუწია. რობაქიძის ქუჩაზე, იქ სადაც დაზიანებული ხეების გადაბელვა მოხდა, შემოდგომაზე მარადმწვანე ხე – მცენარეების განაშენიანება იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0