რობი უილიამსი კონცერტს 27 მაისს, თბილისში „დინამო არენაზე“ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
კონცერტის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება. ბილეთები tkt.ge-ზე გაიყიდება. რობი უილიამსი ერთ-ერთი იქნება მსოფლიო ვარსკვლავებს შორის, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და კონცერტებს გამართავენ. რობი უილიამსის კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.
ინგლისელი მომღერალი საქართველოში პირველად იმღერებს.
Visited 243 times, 1 visit(s) today