რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 1200 ბავშვისთვის თანამედროვე სტანდარტების საწოლები, სანიტარულ-ჰიგიენური მასალების შესანახი კარადები, ასევე, 3 500 ერთეული რბილი ინვენტარი ( საბანი, ლეიბი და ბალიში) შეიძინა.
ახალი ინვენტარის გადაცემას #18 და #40 ფილიალებში, დღეს, რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი დაესწრო.
რუსთავის საბავშვო ბაღები რბილი ინვენტარით, სრულად მომავალი წლის იანვარში განახლდება.

Visited 197 times, 1 visit(s) today