რუსთავის სკვერებსა და პარკებში სეზონური ყვავილები ირგვება

რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ქალაქის ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში საშემოდგომო სამუშაოებს განაგრძობს. სამუშაოების ფარგლებში, დღეს, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,უზრუნველყოფის’’ სასათბურე მეურნეობაში გამოყვანილი სეზონური ყვავილი –”ვიოლა” დაირგო.
ქალაქის მასშტაბით, ჯამში 8000 ძირი ყვავილი დაირგვება, სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დასრულდება.

Visited 304 times, 1 visit(s) today