რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა. ქუჩა, სადა რამდენიმე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, სრულად რეაბილიტირებულია. არქიტექტურული სტილის შენარჩუნებითაა აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა.განახლებულია ასფალტის საფარი, სპეციალური ფი ლებითაა მოპირკეთებული ტროტუარები. მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები. რეაბილიტირებული ქუჩა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონლური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებით განხორციელდა.