რუსთავში გაზონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

15/07/2016

მეგობრობის გამზირზე, #15-დან #27-მდე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ გაზონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ბორდიურების, ტროტუარების, დეკორატიული კედლისა და ღობის, ასევე სარწყავი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდება განათების სისტემა.
პროექტისთვის 65 067 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.
სამუშაოებს შპს ,,ნიაღვარი” ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0