პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის ყოფილი მაჟორიტარის, ზვიად ძიძიგურის ინიციატივითა და ქალაქის მერიის ხელშეწყობით, რუსთავში დღეს გამწვანების მორიგი აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარე სკვერში 200 ძირი პავლოვნიის ნერგი დაირგო. ღონისძიებაში მონაწილეობა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ და თვითმმართველობის სხვა წევრებმა მიიღეს. პარალელურად, ამავე აქციის ფარგლებში პავლოვნიის 300 ძირი ნერგი დაირგო ლეონიძისა და ბათუმის ქუჩებზე არსებულ სკვერებშიც. ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი აქცია ყოფილი მაჟორიტარის, ზვიად ძიძიგურის ინიციატივით რუსთავში არა ერთხელ გაიმართა.